
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობი იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა არა დღეს, არამედ 24 ივლისს დაიწყო.
რამიშვილს თქმით ფაქტი, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს, ბევრ კითხვას ბადებს.
„ხელი მაქვს მოწერილი, რომ არ უნდა მომხდარიყო გახსნა, მაინც გახსნილა და ჩატარებულა ექსპერტიზა, შუალედური პროცედურები ყველაფერი განხორციელებულა და დღეს კლონირება დასრულებულია. 99 გიგაბაიტია მობილური ტელეფონის ინფორმაცია და პროტესტის ნიშნად, იმ მონაცემებს აღარ გავეცანი, მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია, მთელი დასკვნა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტოს. ხელმეორედ, ბოლომდე დავალუქინეთ აღნიშნული ტელეფონი. ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას. ახლა ხდება ამ ყველაფრის დეტალურად გაშიფვრა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.























