
“პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთი ცნობილი სახე – მოდელი კრისტი ყიფშიძე კოვიდინფიცირებულია.
მოდელის ინფიცირების გზა უცნობია. თავად ის ამბობს, რომ კოვიდრეგულაციებს და წესებს მკაცრად იცავდა, არ ესწრებოდა ხალხმრავალ ღონისძიებებს და მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანებიც არც თუ ისე ბევრია.
კრისტი ყიფშიძე ვირუსს სახლის პირობებში ებრძვის, ვირუსი გართულების გარეშე მიმდინარეობს და მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები ამ დრომდე ჯანმრთელები არიან. მოდელმა სამედიცინო დაწესებულებას ყელის ტკივილის მიზეზით მიმართა და ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა.
კრისტი ყიფშიძე სრულად ვაქცინირებულია, ამის შესახებ მოდელმა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში შექმნილი სპეციალური ნიშანი თავად დააყენა…
ინფორმაციის გადასამოწმებლად “პრაიმტაიმი” მოდელს დაუკავშირდა. კრისტიმ დაგვიდასტურა, რომ მას ვირუსული ინფექცია ნამდვილად აქვს, თუმცა მეტი დეტალის დაკონკრეტება არ ისურვა.
“არ ვმალავ რომ კორონავირუსი მართლაც მაქვს. გართულებები არ აღმენიშნება, მაგრამ საუბრის და მიმოწერის ენერგია არ მაქვს.” – ამბობს კრისტი ყიფშიძე.






















