14:05 | 2021-12-05 ავტორი: Prime Time

„მოდი, მგონი ვიღაც მოკვდაო. ბავშვები იყვნენ, პატარა ბავშვები“ – სანზონაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი

„მოდი, მგონი ვიღაც მოკვდაო. ბავშვები იყვნენ, პატარა ბავშვები“ – სანზონაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი

15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – როგორც ირკვევა, კრავეიშვილს, ყოველ საღამოს, ძაღლი გაჰყავდა გასასეირნებლად. ვიდრე ის სახლიდან გავიდოდა, სადარბაზოსთან, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, მეზობლებისთვის 2 უცხო პირი იდგა – თვითმხილველებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ისინი ვიღაცას ელოდნენ.

 

როდესაც სადარბაზოს გარეთ დავითი გამოჩნდა, მას ორივე მათგანი მიუახლოვდა და ერთად დაიძვრნენ ლიახვის ქუჩის მიმართულებით.

 

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება ავტოფარეხებთან დაიწყო, შემდეგ კი კრავეიშვილმა გაქცევა სცადა, მას სხვა მოზარდები გაედევნენ და დანით მიაყენეს დაზიანებები.

 

მეზობლების თქმით, ამის შემდეგ დაინახეს რამდენიმე ბიჭი, რომლებიც უკან გარბოდნენ.

 

„სკოლის მერე ჩემს მძიმე ჩანთას ვინღა ატარებს“ - მეგობრები სანზონაში მოკლულ მოზარდს ემშვიდობებიან
2021-12-05„სკოლის მერე ჩემს მძიმე ჩანთას ვინღა ატარებს“ - მეგობრები სანზონაში მოკლულ მოზარდს ემშვიდობებიან

 

„ერთი ტელეფონზე რეკავდა და ვიღაცას იხმობდა საშველად, მოდი, მგონი ვიღაც მოკვდაო. ბავშვები იყვნენ, პატარა ბავშვები, კაცს მათზე ვერ იტყოდი.

 

კრავეიშვილს არავინ ახლდა, იმიტომ რომ არავინ ითხოვდა შველას. გამორბოდნენ ბიჭები, წაიქცა ერთი და მის გარშემო შემდეგ მხოლოდ მობინადრეები ტრიალებდნენ“, -ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „კურიერთან“.

 

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა. პოლიციამ ორი არასრლუწლოვანი უკვე დააკავა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X