17:41 | 2021-11-10 ავტორი: თამარ გონგაძე

“მოდის ფიქრი, თითქოს უსარგებლო ვარ… ადამიანი მქვია და ჯერ ვერ გავხდი…” – გიორგი სუხიტაშვილის აღიარება

“მოდის ფიქრი, თითქოს უსარგებლო ვარ… ადამიანი მქვია და ჯერ ვერ გავხდი…” – გიორგი სუხიტაშვილის აღიარება

გიორგი სუხიტაშვილი იუბილარია. მომღერალი სოციალური ქსელში თავის თავზე გულწრფელ პოსტს აქვეყნებს. მადლიერია მის გარშემო მყოფი ადამიანების. აი, რას წერს ის “ფეისბუქზე”.

 

გიორგი სუხიტაშვილი: – რაც დრო გადის და წლები მემატება, უფრო მიყვარდება ადამიანები, უფრო მძულს ფარისევლობა, უფრო მეფიქრება იმაზე, რატომ გავჩნდი და რა აზრი აქვს ჩემს ყოველ დღეს.

 

უფრო მინდა მეტი ვიცოდე, მეტი ვისწავლო ვეძიო და შევიმეცნო.

 

ხან მოდის ფიქრი თითქოს უსარგებლო ვარ, უვარგისი, არავისთვის საჭირო, არავისთვის გასახსენებელი, მაგრამ მერე მახსენდება დედაჩემი, მამაჩემი ჩემი და-ძმა, ჩემი მოხუცი პაპა, მეფიქრება ჩემს ქვეყანაზე, სინდისი მაწუხებს, რადგან ვფიქრობ, ამდენი წლის ვარ და ვერაფერი ვერ ვარგე სამშობლოს, ვერაფრით შევეწიე, როდესაც ვხედავ ასე მიწასთან გასწორებულს მრცხვენია იმის, რომ გავიღიმო, გავიხარო, ვიღიღინო და ვიხუმრო.

 

2021-11-03"ფული მაქვს საშოვნელი, ბებო მყავს დასაკრძალი... ამ დროს, პატრიარქი მაწვდის კონვერტს..." - ბექა ჩხაიძე საოცარ ისტორიას ჰყვება

 

ახლა დადგა ჩემი დაბადების დღე და მინდა დედას და მამას ვუთხრა მადლობა იმისთვის რომ ვარსებობ იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთეს ჩვენთვის – შვილებისთვის, მადლობა ჩემს და-ძმას, სიყვარულისთვის და იმ სითბოსთვის, რომელსაც გამოხატავენ ან არ გამოხატავენ, მაგრამ მაგრძნობინებენ.

 

მადლობა მეგობრებს, ვინც მიერთგულა, ამიტანა და გამიტანა, მადლობა ამ ჭრელ სამყაროს ამდენი მძაფრი ემოციისთვის.
მე არ ვიცი, კიდევ რამდენი დღე გამითენდება, მაგრამ რაც დამრჩა, მინდა უკეთესი გავხდე, ვიდრე ვარ…

 

სინამდვილე და გულწრფელობა, აი, ესაა დღეს ჩემი მონაპოვარი. მეტი არაფერი მიშოვია, არაფრისთვის მიმიღწევია. ამდენი წელია ვსწავლობ ურთულეს რამეს – ადამიანობას! ადამიანი მქვია და ჯერ ვერ გავხდი…

 

10 ნოემბერი, ჩემი გაჩენის დღე… რომ ვაკვირდები უცნაური შეგრძნებაა…

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X