09:08 | 2020-03-16 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მოდუნდით და გემრიელად მიირთვით, იმიტომ რომ ყველაფერი უხვადაა – დონალდ ტრამპი

მოდუნდით და გემრიელად მიირთვით, იმიტომ რომ ყველაფერი უხვადაა – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში საკვები პროდუქტის დიდი მარაგია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

„გემრიელად მიირთვით, მოდუნდით, იმიტომ რომ ყველაფერი უხვადაა. არ გჭირდებათ დიდი რაოდენობით ყიდვა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ამერიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 782-მდე გაიზარდა.გარდაცვლილთა რიცხვი 69-ს აღწევს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X