20:16 | 2020-05-05 ავტორი: Prime Time

მოძღვარი, რომელმაც მოხალისეებს საკუთარი ავტომობილი დაუთმო და მოხუცებისთვის საკვები პირადად მიაქვს

მოძღვარი, რომელმაც მოხალისეებს საკუთარი ავტომობილი დაუთმო და მოხუცებისთვის საკვები პირადად მიაქვს

კორონავირუსის პანდემიამ ბევრი ადამიანი სახლში გამოკეტა. თუმცა, პარალელურად, გამოჩდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც იმ ადამიანებს მიაშურეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ გვერდით დგომა.

 

მარტოხელა მოხუცები, შეჭირვებული ოჯახები, უსახლკაროები … – სოციალური ფენის ეს ადამიანები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩდნენ მოხალისეების მხრიდან.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი საზოგადოების“ ინიციატივით, ახალგაზრდებმა კარდაკარ დაიწყეს სიარული და ყველას, ვისაც კი სჭირდებოდა, შესაბამისად ეხმარებოდნენ.

 

მანამდე, ახალგაზრდები კვირაში ერთხელ, უფასოდ უმასპინძლდებოდნენ ქუჩაში მყოფ ადამიანებს …

 

ახალგაზრდების კეთილ საქმეს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. განსაკუთრებით ტაძრებიდან.

 

ამ შემთხვევაში ყურადღებას წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარზე შევაჩერებთ. რომლის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ყიფშიძე პირადად ჩაერთო მოხალისეების საქმეში.

 

ორგანიზაცია „ახალი საზოგადოების“ ხელმძღვანელი ლუკა ქამუშაძე გვიყვება, რომ მამა გიორგის დამსახურებაა, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამ კეთილ საქმეში გაერთიანდა.

 

„გაცილებით ადრე დაიწყო ეს საქმე. მაშინ მამა გიორგი ყიფშიძემ სხვადასხვა ტაძრის სტიქაროსნები შეგვკრიბა და შემოგვთავაზა სოციალურ აქციებში მიგვეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა ყოველ საქმეში პირველი შემომწირველი თავად იყო.

 

შორს რომ არ წავიდეთ, სულ ახლახან ჩვენ საკვების შესანახი მაცივრის პრობლემა შეგვექმნა და მამა გიორგიმ დიდი მაცივარი გვაჩუქა.

 

ასევე დაგვითმო საკუთარი ავტომობილი, რომ შეჭირვებულ და მარტოხელა ოჯახებში მისასვლელად გვესარგებლა. თავად ხშირად წავუყვანივართ და ძალიან ხშირად, თავადაც დადის მოხუცებთან, უძლურებთან და პროდუქტები მიაქვს.

 

არის რამდენიმე შეჭირვებული ოჯახი რომელსაც ფინანსურადაც ეხმარება“,- ამბობს ლუკა.

ავტორი: Prime Time

X