
მოერიდეთ ტანსაცმლისა და თეთრეულის დაბერტყვას. სანამ ვირუსი მიკრულია ფოროვან ზედაპირზე, იგი ინერტულია. განსხვავებულია მისი დაშლის დრო განსხვავებულ ზედაპირზე. ქსოვილზე – 3 საათი, სპილენძი და ხე – 4 საათი, მუყაო – 24 საათი, მეტალი – 42 საათი, პლასტმასი – 72 საათი. დაბერტყვისას ვირუსის მოლეკულები 3 საათს დაფრინავენ ჰაერში და შეიძლება ჩვენს ცხვირებში შეაღწიონ – ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ და იძლევა რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ვირუსით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
- ვირუსის მოლეკულები სტაბილურნი არიან ბუნებრივ ან ხელოვნურად შექმნილ სიცივეში (კონდიციონერები სახლსა თუ ავტომობილში). სტაბილურობისათვის ასევე საჭიროებენ სინოტივესა და სიბნელეს. მშრალ, თბილ და განათებულ გარემოში სწრაფ დეგრადაციას განიცდიან.
- ძმარი არ გამოდგება ვირუსთან საბრძოლველად, რადგან ვერ შლის ვირუსის დამცავ ცხიმის ფენას.
- არც არაყი გამოგადგებათ. ყველაზე ძლიერი არაყი 40% სპირტს შეიცავს, ვირუსთან საბრძოლველად მინიმუმ 65% სპირტის შემცველობაა საჭირო.
- რაც უფრო ლიმიტირებულია სივრცე, მით უფრო მაღალი იქნება ვირუსის კონცენტრაცია, რაც უფრო დიდი და განიავებულია გარემო, ცხადია, ნაკლები.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში COVID -19-ისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 81-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















