20:51 | 2021-08-09 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„მოგმართავთ დედა, რომელსაც შვილი ეტანჯება!“- ამ ისტორიას სამი გმირი ჰყავს, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი

„მოგმართავთ დედა, რომელსაც შვილი ეტანჯება!“- ამ ისტორიას სამი გმირი ჰყავს, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი

ამ ისტორიას სამი გმირი ჰყავს – დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. მარტოხელა ქალის გასაჭირი მხოლოდ გაჭირვება რომ იყოს, ცხოვრება უფრო გაუმარტივდებოდა. ის სიდუხჭირესთან ერთად  შვილის ვერაგ დაავადებას ებრძვის.

 

ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს. სჯერა, რომ საზოგადოება მის გასაჭირს გაიზიარებს და მხარში ამოუდგება. ამის იმედით ასმათ გაბუნიამ „პრაიმტაიმს“ საკუთარი ისტორია მოუყვა.

 

„მოგმართავთ დედა, რომელსაც შვილი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეტანჯება. ძალიან გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩემი თამუნას გასაჭირი და მხარში ამოგვიდგეთ. ჩემი გოგონას დიაგნოზი  ცერებრალური დამბლაა. ვერ დადის, ვერ საუბრობს, აქვს ეპილეფსია და ცოტა ხნის წინ თავში კისტა აღმოაჩნდა.

 

დედისთვის ამაზე დიდი ტკივილი რა უნდა იყოს, როცა უყურებ როგორ იტანჯება შენი შვილი და ვერ ვშველი. როცა მისი ლამაზი თვალები შველას მთხოვს, იმასაც ვერ გეუბნება და უძლური ხარ, სიკვდილი მინდა…

 

უკვე 10 წელია ასე ვიტანჯებით. ამ ყველაფერს ემატება უკიდურესი გაჭირვება. მარტოხელა დედა ვარ, ვცხოვრობ ქირით ორ შვილთან ერთად. მეუღლემ მიმატოვა. საკუთარი სახლიც არ გაგვაჩნია…

 

ჩემი თამუნას მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ მაქვს. მოგმართავთ ყველას, დაეხმარეთ დედას, რომელსაც უნდა შვილის გადარჩენა და მისგან ერთადერთი სიტყვის გაგონება – დედა“- ამბობს ასმათ გაბუნია

 

საქართველოს ბანკი: GE05BG0000000746245000

 

თიბისი ბანკი: GE28TB7388145064300016 მიმღები ასმათ გაბუნია

 

საქველმოქმედო ნომერი  ტელ: 090170118

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X