14:58 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

„მოგმართავთ ყველა ოპერატორსა და ყველა ფოტოგრაფს, აღარ გახვიდეთ სამსახურებში არცერთი თქვენგანი” – კახა ჯანაშვილი

„მოგმართავთ ყველა ოპერატორსა და ყველა ფოტოგრაფს, აღარ გახვიდეთ სამსახურებში არცერთი თქვენგანი” – კახა ჯანაშვილი

„მოგმართავთ ყველა ოპერატორსა და ყველა ფოტოგრაფს აღარ გახვიდეთ სამსახურებში არცერთი თქვენგანი. ვაჩვენოთ ამ ბნელებს, მკვლელებს და ფაშისტებს როგორია სიბნელე!“,- „პირველი არხის“ ოპერატორი კახა ჯანაშვილი, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მედია საშუალებების წარმომადგენლებს მასშტაბური ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

 

„ყველას! ყველას! ყველას!

 

დღეს, ჩვენ, ყველა ოპერატორი მოგვკალით ლექსოსთან ერთად!

 

რაც თქვენ ჩაიდინეთ ამას ველურობა, არაკაცობა და ფაშიზმი ქვია!

 

მოგმართავთ ყველა ოპერატორსა და ყველა ფოტოგრაფს აღარ გახვიდეთ სამსახურებში არცერთი თქვენგანი. ვაჩვენოთ ამ ბნელებს, მკვლელებს და ფაშისტებს როგორია სიბნელე!

 

სრული  მასშტაბური ბოიკოტი!’

 

ყველა ოპერატორის მხრიდან!

 

ყველა ფოტოგრაფის მხრიდან!!!

 

სამინისტროებისა და ყველა პრესსამსახურის ოპერატორებსაც გეხებათ!

 

ლექსოს დაკრძალვის შემდეგ დაუბრუნდით სამსახურებს!

 

ყველა ჩვენგანი მოგკვლეს და ჩვენი პასუხი ეს იქნება!

 

დაისაჯოს ყველა!

 

ის მოძალადე მღვდელიც კი და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი!!!“, –  წერს კახა ჯანაშვილი.

 

შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს მას ძალადობრივი ჯგუფები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად გაუსწორდნენ. მას ოპერაცია დასჭირდა, დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X