
ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რატომ უშავდა ადამიანს თვალების გარშემო კანი. როგორც ექიმი აღნიშნავს, პრობლემა ხშირ სემთხვევაში მარტივად მოგვარებადია. ხშირ შემთხვევაში კი არა.
მისი თქმით, თვალის გარშემო ადგილს ეწოდება პერიორდიტული მიდამო. რაც ძალიან მგრძნობიარეა.
პირველი მიზეზი დაღლილობა
ყველაზე გავრცელებული პრობლემა რაც თვალების გარშემო კანის ჩაშავებას იწვევს, არის უძილობა და გადაღლილობა. თვალის ქვემოთ კანის ქვეშ მდებარეობს ვენური ქსელი. მას აქვს მოლურჯო ელფერი და ძალიან მარტივად ჩნდება კანზე. ამის მოგვარება შეიძლება ძალიან მარტივად სითხეების მიღებით და გამოძინებით.
მეორე მიზეზი შეიძლება იყოს მედიკამენტები.
თუ თქვენ სვამთ რაიმე მედიკამენტს, რომელიც იწვევს ვენების გაფართოებას, ავტომატურად მიაქცევთ ყურადღებას, რომ თვალების გარშემო ჩაშავება შესამჩნევი გახდება.
მესამე მიზეზი ანემიაა.
თუ დაკვირვებიხართ, ვისაც გამოხატული ხასიათის აქვს მენსტრუაცია, ამ პერიოდში იცის თვალების გარშემო ჩაშავება. თუ მენსტრუაციის დროს ქალი კარგავს ბევრ სისხლს, დროთა განმავლობაში ვითარდება რკინადეფიციტუ ანემია.
მოისმიენთ ექიმის რეკომენდაციები სრულად ვიდეოში ⇓






















