16:42 | 2020-04-24 ავტორი: თეონა ყაჭიური

მოიხსნება თუ არა საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 27 აპრილიდან და ვინ შეძლებს მგზავრობას

მოიხსნება თუ არა საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 27 აპრილიდან და ვინ შეძლებს მგზავრობას

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 27 აპრილიდან საქალაქთაშორისო გადადგილებაზე შეზღუდვები არ მოიხსნება.

 

პრემიერის განმარტებით, გამონაკლისის სახით 27 და 28 აპრილს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება რეგიონებიდან ან სხვა ადგილიდან რესგისტრაციის ან სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ქალაქები ისევ ჩაიკეტება.

 

„ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება.

 

ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც საქალაქთაშორისო გადადგილებაზე იყო დაწესებული და ასევე, არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი.

 

ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასული იყო ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით: ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ, შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით, აღდგება“,-განაცხადა გახარიამ.

 

 

მნიშვნელოვანი მესიჯები ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გაინტერესებთ, გეხებათ თუ არა მთავრობის ფინანსური დახმარება? – ანტიკრიზისული გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: თეონა ყაჭიური

X