
„ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტუილება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მუშაობს რეგულაციებზე, რომელიც დაწესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტზე.
„არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გვაძლევს საშუალებას, რომ მივცეთ მთავრობას რეკომენდაცია შეზღუდვის მოხსნის შესახებ.
ტრანსპორტთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გაადვილებს ადამიანების გადაადგილებას.
ეს ეხება ავტომობილებში პირთა რაოდენობის შეზღუდვის მოხსნას. ეს შეზღუდვა დარჩება მხოლოდ ტაქსებთან მიმართებაში.
ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსოპორტის მოძრაობის გარკვეული წესების დადგენაზე და ასევე ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.























