15:46 | 2021-03-26 ავტორი: Prime Time

მოიხსნება თუ არა ვაქცინირებული პირებისთვის კომენდანტიის საათი

მოიხსნება თუ არა ვაქცინირებული პირებისთვის კომენდანტიის საათი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინირებული ადამიანისთვის შეზღუდვები შემსუბუქდეს.

 

„რამოდენიმე ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ისინი არ გაყიდიან ბილეთს არავაქცინირებულ ადამიანებზე ანუ გარკვეული ბარიერები შეიქმნება, რომელიც წაახალისებს და მეტ სტიმულს მისცემს ვაქცინაციას საქართველოშიც ალბათ გაიგეთ, რომ რამოდენიმე რესტორანმა გამოაცხადა, რომ 50%-იან ფასდაკლებას უკეთებენ ადამიანს, თუ იქ ორჯერადად ვაქცინირებული პირი შევა.

 

მაგრამ, ის რომ ვაქცინირებული ადამიანისთვის შეზღუდვები შემსუბუქდეს ან კომენდანტის საათი მოიხსნას ეს ალბათ, რთული დასამენეჯმენტირებელი და რთული საკითხი იქნება. თუმცა ვნახოთ, მთავარია ხალხი აიცრას და ვნახოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ავტორი: Prime Time

X