16:32 | 2021-04-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მოითხოვდა საქართველოს დროშის წაშლას, მახსენებდა რომ მე ხაჯიმბა ვარ და ეს უნდა გამეკეთებინა – ახალგაზრდა ბიჭმა დაკარგულ ოჯახს მიაგნო და პასუხად პოლიტიკური მოთხოვნა მიიღო

მოითხოვდა საქართველოს დროშის წაშლას, მახსენებდა რომ მე ხაჯიმბა ვარ და ეს უნდა გამეკეთებინა – ახალგაზრდა ბიჭმა დაკარგულ ოჯახს მიაგნო და პასუხად პოლიტიკური მოთხოვნა მიიღო

ერთხელ მამას სიმთვრალეში წამოსცდა, რომ გვარად ხაჯიმბები ვართ და მამამისმა აფხაზეთიდან თბილისში გააშვილა. პირად განცდებსა და ემოციებზე არაფერს ვიტყვი, პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადავალ. ბაბუას მივაგენი ტუაფსეში. რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, მაშინ ჩავედი და შევხვდი, ძალიან მძიმე საუბარი შედგა – ასე იწყებს “პრაიმტაიმთან” საუბარს დავით ხაბალაშვილი, რომელიც ოჯახურ უმძიმეს ისტორიაზე პირველად საუბრობს.

 

ეს ჩვეულებრივი ისტორია არ არის, სადაც ოჯახის წევრებს ან ნათესავებს შორის კამათი ან დაპირისპირება წყენას, ეკონომიკურ დავას ან სხვა გავრცელებულ მიზეზს უკავშირდება. ლონდონიდან ჩვენი რესპონდენტი მოგვითხრობს უმძიმეს ადამიანურ ტრაგედიაზე, სადაც ერთხელ დაკარგული ურთიერთობების აღდგენის სურვილით ახალგაზრდა ბიჭმა დაკარგულ ოჯახს მიაგნო და პასუხად პოლიტიკური მოთხოვნა მიიღო – დაევიწყებინა ყოველგვარი კავშირი საქართველოსთან.

 

ბევრი იწვალა, დავით ხაბალაშვილმა ბებუას ტუაფსეში მიაგნო, თუმცა ბიოლოგიურმა ბაბუამ პირველსა და უკანასკნელ შეხვედრაზე შვილიშვილს გაუმხილა, რომ დავითს მამიდები და ბიძები ჰყავდა, მაგრამ მათი საკონტაქტო ინფორმაცია არ მისცა, არც მთავარ კითხვას გასცა პასუხი – მრავალშვილიანმა მამამ რატომ მიატოვა უმცროსი შვილი… თუმცა, ამ კითხვაზე დავითს ერთი ვერსია აქვს – როცა ბებიამ დავითის მომავალი მამა გააჩინა, მშობიარობას გადაყვა.

 

5 წლის ბიჭი ბაბუას ენგურში გადაუვარდა, ისიც მდინარის მორევმა ჩაითრია - ენგურს შეწირული ადამიანები და პანაშვიდები გამოღმა ნაპირზე
2021-04-105 წლის ბიჭი ბაბუას ენგურში გადაუვარდა, ისიც მდინარის მორევმა ჩაითრია - ენგურს შეწირული ადამიანები და პანაშვიდები გამოღმა ნაპირზე

 

რუსეთში ვიზიტმა დავითს არ გაუმართლა, ვერ მიიღო ის სითბო, რომელსაც ძლივს შეხვედრილ ბაბუასგან ელოდა. მერე, ერთი ქალბატონის დახმარებით, მამიდას მიაგნო. როცა სოციალური ქსელით დაუკავშირდა, მამიდან დავითის “მთავარი ნაკლი” მალევე აღმოაჩინა და კატეგორიულად faceebook-ზე განთავსებული საქართველოს დროშის ფოტოს წაშლა მოსთხოვა, პირობაც წაუყენა – თუ ენგურს გამოღმა საქართველოს შეიძულებდა ხაჯიმბები მას ნათესავად აღიარებდნენ და მიიღებდნენ.

 

დავითისთვის მამიდის მოთხოვნა მიუღებელი იყო და ამის გამო მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ეთნიკური აფხაზი, თუმცა თბილისში დაბადებული და ამჟამად, ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა კაცისთვის საქართველოდან აფხაზეთი განუყოფელი ნაწილია და ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღსაც აიღებს ხელში და ბრძოლის წინა ხაზიდან იბრძოლებს.

 

“ერთხელ მამას სიმთვრალეში წამოსცდა, რომ გვარად ხაჯიმბები ვართ და მამამ აფხაზეთიდან თბილისში გააშვილა. პირად განცდებსა და ემოციებზე არაფერს ვიტყვი, პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადავალ. ბაბუას მივაგენი ტუაფსეში. რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, მაშინ ჩავედი და შევხვდი, ძალიან მძიმე საუბარი შედგა. მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი მათ შორის რუსეთშიც, მათ არქივები გადავაქექინე სიღრმისეულად, განსაკუთრებულად მუსლიმებთან ვძმაკაცობ ჩეჩნებთან და ინგუშებთან, რომლებიც დამეხმარნენ, ასე მივაგენი ბაბუას. მან ქართული მშვენივრად იცის, ქართულად ვისაუბრეთ.

 

მე ეჭვი მაქვს რომ მამაჩემმა ადრეც მიაგნო თავის და-ძმებს, მაგრამ არ მეუბნებოდა. ბაბუამ მითხრა, ყოველთვის ვიცოდი რომ მომაგნებდით და პასუხს მომთხოვდით ჩადენილ დანაშაულზეო. მამა რატომაც მიატოვა ის ვიცი, რომ ბებიაჩემი მშობიარობას გადაყვა, ეს თემა კიდე გასარკვევი მაქვს. ერთი ეგ ვიცი, რომ ბებია ჩეჩენი იყო სხვა არაფერი მის შესახებ და ბაბუამაც არ მითხრა, მე რომ ყველაფერზე გიპასუხო მერე აღარაფერში დაგჭირდები და რა გარანტია მაქვს რომ არ მომკლავ, ახლა უფრო ღირებული ვარ და ვერაფერს დამიშავებო​

 

2021-04-30"მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ, მძიმე მოსასმენი იქნება, მაგრამ ეს არის რეალობა“ - ბიჭი ოკუპირებული აფხაზეთიდან

 

მამიდას რაც შეეხება, ყველა ხაჯიმბას ვწერდი, თუმცა არავინ მპასუხობდა, რადგან საქართველოს დროშა მეყენა სოციალურ ქსელში პროფილზე. ალბათ, იმ ბებერმა ძაღლმა უთხრა თავის შვილებს, რომ მე ვარსებობ და ვინმე ილონა ხაჯიმბამ 4 წლის წინ გაგზავნილ მესიჯზე მიპასუხა. მამიდაჩემი აღმოჩნდა და ის მწერდა, რომ მიესალმებოდა ნათესავებს რომ ვეძებდი, მაგრამ სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ “მათიანი” ვარ, არ აპირებდა ჩემთან საქმის დაჭერას, კერძოდ კი მოითხოვდა საქართველოს დროშის წაშლას და მახსენებდა რომ მე ხაჯიმბა ვარ და ეს უნდა გამეკეთებინა, ვითომდა ჩემი წინაპრების სისხლი მოითხოვდა ამას.

 

ძალიან გავბრაზდი და ვაღიარებ, უზრდელურად ვუპასუხე, რომ მე სასახელო წინაპრები არ მყავს-მეთქი… მერე ბიძამ სახელად თენგიზმა მომწერა, ჯერ ილონას რომ უხამსად მივწერე იმაზე მესაუბრა ბოლოს მკითხა, დავით სიმართლე თქვი, რატომ გამოჩნდი, ხომ იყავი აქამდე იქ სადაც ახლა ხარო. მაშინვე ვუპახუხე, რომ მე არც თქვენი ქონება მინდა და არც თქვენი რამე, მე მინდოდა ნათესავებს ჩაგხუტებოდით-მეთქი, ფულიც მაქვს და ოჯახის სიყვარულიც, მაგრამ თქვენ ყველა განსაკუთრებულად მენატრებოდით, რადგან არასდროს მყავდით ნანახი-მეთქი.

 

თენგიზიც მამიდას მსგავსად მწერდა – საქართველოს დროშა წაშალე და მერე დავილაპარაკოთო. ვუპასუხე, რომ არ წავშლიდი. ამის შემდეგ, ჩემს ფეისბუქ მეგობარს მოაწერინეს, რომელიც ასევე ხაჯიმბაა, სახელად ბელა – დავითს უთხარით, აიღოს საქართველოს დროშა, როგორ შეიძლება ხაჯიმბას ქართული დროშა ედოსო…

უთხარი აიღოს საქართველოს დროშა, როგორ შეიძლება ხაჯიმბას ქართული დროშა ედოსო

რეალურად, მე ენგურიდან ათასობით კილომეტრს იქეთ გავიზარდე, ინგლისში. 12 წლის ვიყავი, როცა ოჯახთან ერთად ლონდონში ჩამოვედი და ახლაც აქ ვარ. ადრე ინგლისშიც მომიხდა აფხაზებთან შელაპარაკება საქართველოს თემაზე, მაგრა ეს ცალკე თემაა. ერთადერთი კეთილი აფხაზი აქ გავიცანი ბელა ხაჯიმბა.

 

2021-04-30"მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ, მძიმე მოსასმენი იქნება, მაგრამ ეს არის რეალობა“ - ბიჭი ოკუპირებული აფხაზეთიდან

 

საქართველო ჩემი ქვეყანაა და მზად ვარ იარაღით ხელშიც დავიცვა, თუ ეს საჭირო გახდა… აფხაზეთიც საქართველოა, ამას წყალი არ გაუვა და არა მარტო 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს, სოჭის ოლქიც საქართველო იყო და ასევე დვალეთიც

 

​- დავით, მართალია თქვენ ხაბალაშვილის გვარს ატარებთ, მაგრამ ფსევდონიმად ხაჯიმბაშვილი გაქვთ… 

 

– ამის მოტივი ისაა, რომ ხაზი გავუსვა აფხაზურ წარმომავლობას და საქართველოს შვილობას, მე თბილისში დავიბადე. 12 წლის ვიყავი, როცა ოჯახთან ერთად წამოვედი, მაგრამ ქართული ენა არ დამიკარგავს. მეუღლე ნორვეგიელი მყავს და მასაც ვასწავლე ქართული.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X