
აჭარაში 7 ათასზე მეტი ოჯახისთვის სასურსათო კალათის გადაცემა დაიწყო. პროდუქტები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს და მარტოხელა პენსიონერებს გადაეცემა.
ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა და მოხალისეებმა წითელ ჯვართან ერთად გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და უსაფრთხოების წესების დაცვით ოჯახებში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყეს.
ორი დღის განმავლობაში აჭარის მასშტაბით 3 000–ზე მეტ ოჯახს დაურიგდა პროდუქტი.
„მოხალისეებში ორგანიზაცის შექმნისთანავე ჩავერთე, როგორც კი გაახმოვანა ახალგაზრდულმა ცენტრმა ამ ბრწყინვალე იდეის შესახებ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელივანია და ვთვლი, რომ ჩემი ვალიცაა ვიზრუნო ჩვენს წინა თაობაზე, ჩვენს ბებიებსა და ბაბუებზე. ადამიანებზე, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე ტკბილი და თბილია. ასევე ვიზრუნოთ იმ ოჯახებზე, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება თავისი სოციალური ფონიდან გამომდინარე. ვინც ერთხელ მაინც ჩართულა მსგავს ღონისძიებაში მისთვის ნათელია ის სითბო და სიყვარული, რომლებიც იმ ადამიანებიდან მოდის, ვისაც ვეხმარებით. აღსანიშნავია ჩვენი მთავრობის თავმჯდომარის ბატონ თორნიკე რიჟვაძის სამაგალითო საქციელი და ის ნამდვილად მისაბაძი პიროვნებაა! ძალიან დიდი ხანია,რაც ჩართული ვარ სხვადასხვა ღონისძიებებში, მაგრამ ვერ ვიხსენებ ფაქტს, რომ დახმარება მიეღოთ ასეთი ფართო მასშტაბით მოწყლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებსა თუ შშმ პირებს… ეს მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან ნათელი მაგალითია იმის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია! როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკეს, ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღებისთვის და ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ახალგაზრდა გოგო–ბიჭების მიმართ, რომლებიც დაუზარებლად მთელი სულითა და გულით არიან ჩართული ამ პროცესში. ახალგაზრდები მზად ვართ ყოველდღიურად ვემსახუროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს დასჭირდება. უბრალოდ ჩვენი თხოვნაა –დარჩნენ სახლში“, – გვითხრა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი გიორგაძემ.

როგორც ქალაქ ბათუმის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, ბათუმის მასშტაბით პროდუქტები დაახლოებით 1600 ოჯახს გადაეცა. პროცესში ჩართულები არიან როგორც ბათუმის მერი, ასევე ვიცე მერი და საკრებულოს დეპუტატები.

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი






















