17:44 | 2021-07-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მოხდა თავდასხმა, პიროტექნიკაც კი შეყარეს და ადამიანი დაზიანდა – ბაია პატარაია

მოხდა თავდასხმა, პიროტექნიკაც კი შეყარეს და ადამიანი დაზიანდა – ბაია პატარაია

ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტექნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. იცოდეთ მაინც დარბევის მასშტაბები, – ამ შინაარსის პოსტს უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

„ასე ხდება, როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს… სახელმწიფო არ გვაქვს!

 

„ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დასრულდეს. აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ. და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?“, – წერს პატარაია.

 

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს – „პოლიცია შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდა ადგილზე. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს ოფისში მყოფ პირებთან გასაუბრება.

 

სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ. მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126 მუხლებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”.

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X