18:04 | 2021-02-03 ავტორი: Prime Time

მოხდება თუ არა სესხების სრული ჩამოწერა – რა გეგმები აქვს ეროვნულ ბანკს

მოხდება თუ არა სესხების სრული ჩამოწერა – რა გეგმები აქვს ეროვნულ ბანკს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მსესხებლებისათვის სესხის ჩამოწერა შეუძლებელია, თუმცა ბანკები ითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და ცდილობენ, მსესხებლებს გადახდების ახალი განრიგი მოარგონ.

 

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის წახალისებით, კომერციულმა ბანკებმა დეკემბრიდან გადავადების მესამე ტალღა დაიწყეს.

 

„ბანკებს საკმარისი ლიკვიდური რესურსი აქვთ, რომ ამ კუთხით გამოწვევებს უპასუხონ. დეკემბრიდან ეროვნული ბანკის წახალისებით, კომერციულმა ბანკებმა გადავადების მესამე ტალღა დაიწყეს. იმ მსესხებლების შემთხვევაში, რომლებიც შემოსავლების შემცირება-დაკარგვის გამო ვერ ახერხებენ გადახდას და საშეღავათო პერიოდი სჭირდებათ, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს არ სთხოვს მოსალოდნელი დანაკარგის დამატებითი რეზერვის შექმნას. ეს ამ სიტუაციაში აუცილებელია. ხშირად ამბობენ ხოლმე, საერთოდ რატომ არ ხდება ამ სესხების ჩამოწერა. მოგეხსენებათ, რომ გაცემული სესხები არის ვალდებულებებით, რომელიც ბანკს აქვს და მასზე პროცენტის დარიცხვა არ შემცირებულა, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ასეთი ჩამოწერები მოხდეს, მაგრამ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მაქსიმალურად ითვალისწინებენ იმ სირთულეებს, რომლებიც მსესხებლებს აქვთ და ცდილობენ, რომ გადახდების ახალი განრიგი მოარგონ“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ავტორი: Prime Time

X