09:57 | 2021-10-20 ავტორი: Prime Time

მოხუცმა ქალმა 4 მამაკაცი დააყაჩაღა – აშშ

მოხუცმა ქალმა 4 მამაკაცი დააყაჩაღა – აშშ

ფლორიდას შტატში მცხოვრები ხანდაზმული ქალბატონი, სანდრა სმიტი სუპერმარკეტიდან პარკინგზე ბრუნდებოდა, როდესაც თავის მანქანაში 4 აფროამერიკელი მამაკაცი აღმოაჩინა.

 

საფრანგეთში “რუსულენოვან მაფიასთან“ დაკავშირებული ქართველები დააკავეს
2021-10-18საფრანგეთში “რუსულენოვან მაფიასთან“ დაკავშირებული ქართველები დააკავეს

 

ქალბატონმა ჩანთიდან იარაღი ამოიღო და დაუყვირა: – მე იარაღი მაქვს და ვიცი მისი გამოყენაბაც, ახლავე გადმოდით მანქანიდან!

 

მეორედ არც დასჭირვებია გამეორება, მამაკაცები მაშინვე გადმოვიდნენ მანქანიდან და მოკურცხლეს. ქალბატონი ისე იყო ანერვიულებული, გასაღები ვერაფრის დიდებით მოარგო მანქანას, რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა, რომ სხვის მანქანაში იჯდა, მისი მანქანა კი ცოტა მოშორებით იდგა სადგომზე.

 

 

სანდრა პოლიციაში მივიდა და ყველაფერს მოუყვა სერჟანტს, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. როგორც გაირკვა, ცოტა ხნით ადრე 4 ახალგაზრდა მამაკაცი მისულა პოლიციაში და განუცხადებიათ, თუ როგორ წაართვა მათ იარაღის მუქარით, ვიღაც მოხუცმა ქალბატონმა მანქანა.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X