12:50 | 2020-07-07 ავტორი: Prime Time

ჩაეძინა და მოკიდებული სიგარეტი დარჩა – ზუგდიდში, სახლში გაჩენილ ხანზარს მამაკაცი ემსხვერპლა

ჩაეძინა და მოკიდებული სიგარეტი დარჩა – ზუგდიდში, სახლში გაჩენილ ხანზარს მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ერგეტაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლის მერაბ მებონიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მერის წარმომადგენლის როინ გაბრავას თქმით, გარდაცვლილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მოკიდებული სიგარეტი დარჩა.

 

Image may contain: outdoor

 

„სწორედ სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია ხანძარი, სახლი მთლიანად დაიწვა. გარდაცვლილს ჰყავს დედა, რომელიც ხანძარს გადაურჩა. მას დარჩა ცოლი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება სამუშაოდ და ერთი ვაჟი, რომელიც მასთან არ იმყოფებოდა. მას ერთი ვაჟი ადრევე გარდაეცვალა“,-გვითხრა მან.

 

რა არ უნდა გამოგრჩეს 7 ივლისს - ყველა ამბავი ინტერპრეტაციის გარეშე
2020-07-07რა არ უნდა გამოგრჩეს 7 ივლისს - ყველა ამბავი ინტერპრეტაციის გარეშე

 

მისივე განმარტებით, შუა ხნის მამაკაცის ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა და ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.

 

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით,აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X