10:23 | 2021-06-20 ავტორი: Prime Time

„მოკლედ! გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ…“ – ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმის მიმართვა

„მოკლედ! გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ…“ – ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმის მიმართვა

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში ნინო ნადირაძის მიერ გიორგი ღოღობერიძის გაკრიტიკებას ეხმაურება.

 

მისივე თქმით, დაავადებათა მკურნალობების საჯარო განხილვა, მედიკამენტების დასახელებით, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ყველას არ მიუწვდება ხელი სამედიცინო სერვისებზე და აფთიაქში მედიკამენტს რეცეპტის გარეშეც შეიძენ, არის დანაშაული.

 

„მოკლედ! გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ, თუ რაიმეს თქმა გსურთ ღიად დაწერეთ! პირადში ნუ მწერთ! მე ჩემი აზრი გამოვთქვი და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე რაც დავწერე! კიდე ცოტა დავწერე!

 

გავმეორდები: დაავადებათა მკურნალობების საჯარო განხილვა, მედიკამენტების დასახელებით, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ყველას არ მიუწვდება ხელი სამედიცინო სერვისებზე და აფთიაქში მედიკამენტს რეცეპტის გარეშეც შეიძენ არის დანაშაული! საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში დამდგარ უარყოფით შედეგზე ვინ იღებს პასუხიმგებლობას?!

 

ექიმი პასუხს აგებს არა მხოლოდ პაციენტის მკურნალობაზე, არამედ მედიკამენტოზური თერეპიების საჯაროდ გაცემულ ინფორმაციაზე,“ – წერს ირმა კვიცარიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს;

 

„ერთ დღესაც უყურადღებოდ დამრჩა… რომ შევხედე გული მომიკვდა“ – გიორგი ღოღობერიძე.

ავტორი: Prime Time

X