17:23 | 2020-05-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მოკლეს პროფესორი, რომელიც COVID-19-ის მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა

მოკლეს პროფესორი, რომელიც COVID-19-ის მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა

აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის  უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

პროფესორი ბინგ ლიუ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს.

 

მათივე ცნობით, პროფესორის სახლის მიმდებარედ მანქანაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

 

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ დაღუპულები ერთმანეთს იცნობდნენ.

 

მათივე ვარაუდით, დაუდგენელმა პირმა ჯერ მეცნიერი მოკლა, შემდეგ კი თავის მანქანაში დაბრუნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X