22:12 | 2021-12-04 ავტორი: Prime Time

მოკლული დედასთან, სამსახურში იყო მისული – სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მოკლული დედასთან, სამსახურში იყო მისული – სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში 15 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემთხვევა ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, დაჭრილი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. შემთხვევის ადგილის ახლოს მოკლულის, დ.კ.-ს დედა მუშაობდა და მოზარდი მასთან იყო მისული.

 

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X