10:46 | 2021-09-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მოკლულია 20 წლის მოლარე – მან მომხმარებელს პირბადის არ ქონის გამო უარი უთხრა მომსახურებაზე

მოკლულია 20 წლის მოლარე – მან მომხმარებელს პირბადის არ ქონის გამო უარი უთხრა მომსახურებაზე

საზარელი ტრაგედია დატრიალდა გერმანიაში. 49 წლის მომხმარებელმა, რომელსაც 20 წლის მოლარემ უარი უთხრა მომსახურებაზე პირბადის არ ქონის გამო, ახალგაზრდა სიცოცხლეს გამოასალმა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

 

რა მოხდა 19 სექტემბერს?!

 

ქალაქ იდარ – ობერშტაინში, საღამოს ​საათებში ბენზინგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებელს, რომელსაც ლუდის შეძენა სურდა, ახალგაზრდა მოლარემ მას უარი უთხრა მომსახურებაზე, რადგან პირბადე არ ეკეთა და საჯარო სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის შესახებ შეახსენა.

 

გამოცემის ცნობით, გაბრაზებული მომხმარებელი წავიდა სახლში, აიღო რევოლვერი, დაბრუნდა ბენზინგასამართ სადგურზე, გაიკეთა პირბადე, შევიდა შიგნით, აიღო ლუდი, სალაროსთან მივიდა და პირბადე მოიხსნა. მას შემდეგ, რაც მოლარემ მას ისევ შენიშვნა მისცა პირბადის გამო, მამაკაცმა რევოლვერი თავში ესროლა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

 

დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს მამაკაცი პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა.

 

ასევე ნახეთ: მამა ნიკოლოზის სულის შემძვრელი ლექსი

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X