
სისხლიანი დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ. ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
მას გულის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.
შემთხვევა დღეს, 8 აგვისტოს, 19:00 საათზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ჩხუბის მიზეზი სოფელ კულიკამში მოკლული კაცია. ინცინდენტის შედეგად დალეწილია სასტუმროს ინტერიერი.























