15:28 | 2021-03-04 ავტორი: Prime Time

მოკლულია კრიმინალური „ავტორიტეტი“, რომელმაც გოგონები ნარკოდანაშაულში ჩაითრია

მოკლულია კრიმინალური „ავტორიტეტი“, რომელმაც გოგონები ნარკოდანაშაულში ჩაითრია

გუდაუთაში ცნობილი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ახრა გეზერდავა მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს.

 

გეზერდავას მკვლელობის მოტივად ორი ადგილობრივი გოგონას ნარკოტიკების მოხმარებაში ჩათრევა სახელდება.

 

AMRA-life წერს, რომ ერთ-ერთი გოგონას ნათესავებმა (გვარად არძინბა) გადაწყვიტეს შურისძიება.

 

კრიმინალური „ავტორიტეტის“ მკვლელობა მოხდა 3 მარტს, 05:30 საათზე ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში.

ავტორი: Prime Time

X