23:04 | 2021-03-01 ავტორი: Prime Time

მოლაპარაკების 6 პუნქტი – რა შედეგით დასრულდა შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში

მოლაპარაკების 6 პუნქტი – რა შედეგით დასრულდა შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცახდებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდენენ მოლაპარაკებების 6 პუნქტზე, რომელთა შორისაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

 

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, როემლიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

შალვა ნათელაშვილის თქმით, იმედიანი გაზაფხული დგება.

 

„ვფიქრობ იმედიანი გაზაფხული დგება. ჩვენმა სტუმარმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი და რასაც ვერ წარმოვიდგენდით, ის მოახდინა – ჩვენ დავსხედით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთანრომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და პირველ საკითხად არ ჩაჯდება ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

 

გირჩი — მეტი თავისუფლებას ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მეტი კონსტრუქციულობა და მზაობა გამოიჩინოს განსახილველი 6 პუნქტის გარშემო სერიოზული დიალოგისთვის.

 

„ჩემი აზრით, დიალოგი არის ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი. ეს გვესმის ჩვენც და ამას ყოველთვის საჯაროდ ვსაუბრობდით. ახლა მთავარი არის, ამ 6 პუნქტის გარშემო რომ დავიწყებთ საუბარს, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა და მათ შორის, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის, რაც აქამდეც იყო მნიშვნელოვანი”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

 

ვიდეო ↓ დახურული შეხვედრის კადრები – რა ხდებოდა ორბელიანის სასახლეში

 

ავტორი: Prime Time

X