
შეკვეთილის დენდროლოგიურმა პარკმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მოლოდინს გადააჭარბა, – ამ შინაარსის პოსტს ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს და თან პარკში გადაღებულ შთამბეჭდავ ფოტოებს ურთავს.
„დარწმუნებული ვარ, გადარგულ ხეებს არაფერი დაემართება. ფლიმინგოები, ლემურები, თუთიყუშები დამატებით ალამაზებენ გარემოს. შესვლა უფასოა.

მოკლედ, მადლობა არ მენანება ბიძინა ივანიშვილისთვის ამ არაჩვეულებრივი გარემოს შექმნის გამო.
დენდროლოგიური პარკი უკვე გახდა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული მიმართულება“, – წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში.



































