21:53 | 2020-04-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით – ეკატერინე ტიკარაძე

მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით – ეკატერინე ტიკარაძე

ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

დღესდღესობით, ნამდვილად არის რამდენიმე საყურადღებო პაციენტი, თუმცა, ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათთან ლეტალურ შედეგზე საუბარი არ არის. უბრალოდ, ისინი არიან საყურადღებო პაციენტები და მათთან ტარდება ყველა ღონისძიება, რათა გამოსავალი იყოს დადებითი.

 

ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში ველოდებით კიდევ უფრო მეტ გამოჯანმრთელებულ პაციენტს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის159 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X