
მომავალი კვირიდან ვაქცინაცია ონლაინ-რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელი იქნება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ყველა ამცრელ დაწესებულებაში ე.წ. ვირტუალური კაბინეტები გაიხსნება და წინასწარ დაურეგისტრირებელ ადამიანებს, ადგილზე რეგისტრაციაში დაეხმარება.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული იქნება.
„უკვე მომავალი კვირიდან, ვფიქრობ, ორშაბათ-სამშაბათიდან ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, სადაც არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, არამედ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თუ ის დარეგისტრირებული არ არის და უნდა აიცრას, დარეგისტრირდეს ადგილზე.
ერთადერთი დისკომფორტი რაც შეიძლება აქ შეიქმნას, არის ის, რომ თუ ერთად მივიდა დიდი რაოდენობით აცრის მსურველი და შეიქმნება რიგი.
მოცდა დიდი ხნით არ დასჭირდება, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, წინასწარ დარეკოს მოქალაქემ კლინიკაში ცხელ ხაზზე და ითხოვოს ვიზიტისთვის დრო, თუმცა რეგისტრაციის პროცედურა იქნება მაქსიმალურად გამარტივებული და არავინ არ დარჩება აცრის გაერეშე,“- განაცხადა გაბუნიამ.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓

























