14:18 | 2021-07-30 ავტორი: Prime Time

მომდევნო კვირიდან, დელტა ვარიანტი ქვეყანაში დომინანტური გახდება – ივანე ჩხაიძე

მომდევნო კვირიდან, დელტა ვარიანტი ქვეყანაში დომინანტური გახდება – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან, დელტა ვარიანტი ქვეყანაში დომინანტური გახდება.

 

„მომდევნო კვირიდან, დელტა ვარიანტი ქვეყანაში დომინანტური გახდება. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო 7-10 დღე, რაოდენობა ისევ მაღალ ციფრებზე დარჩება,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2712 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ავტორი: Prime Time

X