
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან ფაიზერის ვაქცინა კვლავ შემოვა.
„გუშინ დიდი ნერვიულობა იყო ამ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინ დაიწყო მოწოდება რეალურად ფაიზერის მილიონზე მეტი დოზის, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან მოკლე ხანში, გუშინ ეს იყო პირველი მოწოდება და გუშინ დაიწყო რეგისტრაცია.
ეს არ ნიშნავს, რომ გუშინ რეგისტრაცია დასრულდა და მეტს ვეღარ დავრეგისტრირდებით. ეს არის პირველი, საწყისი ეტაპი და გაგრძელდება ეს ამბავი ძალიან სწრაფი ტემპით, ანუ მომდევნო კვირიდან მე ვფიქრობ, ჩვენ გვექნება იმდენი დოზა უკვე ქვეყანაში, რომ აღარ იქნება მსგავსი აჟიოტაჟი – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ეპიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება. განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება „დელტა“ შტამი. ბოლო ორ დღეში საჭირო გახდა დამატებითი საწოლების მობილიზება.
ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ შესაძლებელია ისევ დააწესონ შეზღუდვები.
დაგაინტერესებთ ⇓