21:08 | 2021-01-07 ავტორი: Prime Time

მომენტი, როცა კაპიტოლიუმში გასროლილმა ტყვიამ ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა – ის უგონოდ ეცემა (ვიდეო)

მომენტი, როცა კაპიტოლიუმში გასროლილმა ტყვიამ ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა – ის უგონოდ ეცემა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება შოკისმომგვრელი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ისვრის დამიზნებით კაპიტოლიუმის დაცვის წევრი იარაღიდან. ტყვია ხვდება სამხედრო საჰაერო ძალების ვეტერან ქალს, ეშლი ბებიტს.

 

ის ამერიკის შეიარაღებულ ძალებში 14 წელი მსახურობდა. ბებიტი მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო, მაგრამ რატომ აღმოჩნდა იმ ავბედით დღეს კაპიტოლიუმის შენობაში, ამის შესახებ მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ვერ საუბრობენ.

 

შეგახსებენთ, რომ 6 იანვარს, ტრამპის მხარდამჭერების აქცია ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე შტურმით დასრულდა, სადაც იმ დროს კონგრესის ორივე პალატა არჩევნების დასამტკიცევლად იყო შეკრებილი.

 

სამართალდამცველებმა აურზაურის დროს გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ხეყუმბარები.

 

არეულობის დროს დაიღუპა ოთხი ადამიანი. დაკავებულია ათეულობით პირი.

 

 

ავტორი: Prime Time

X