
ამ ყველაფერს რამდენიმე საათის განმავლობაში სხდომათა დარბაზში ადევნებდა თვალყურს ამირან გამყრელიძე.
დარბაზს მიღმა კი, პარლამენტის ფოიეში მან ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დაზავება მოახერხა.
“ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ერთნაირი ყურადღებით უსმენდნენ გამყრელიძეს, რომელმაც პოლიტიკოსებს რეკომენდაციებიც მისცა.


























