14:41 | 2020-01-06 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მომღერალი დავით გომართელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმდა

მომღერალი დავით გომართელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმდა

მომღერალმა დავით გომართელმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა. გავრცელებული ცნობით, მომღერალმა იტალიის ელჩის მრჩეველის თანამდებობა დაიკავა.

 

„ნამდვილად ასეა. შემოდგომაზე მივიღე ეს შემოთავაზება და უკვე 20 დეკემბრიდან გავედი სამსახურში. მე მაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის დროს ვმუშაობდი ამ უწყებაში, სადაც მულტიმედიადეპარტამენტის უფროსის თანამდებობა მეკავა“, – ამბობს გომართელი.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X