
ბიზნესმენი ლევან ვასაძე თბილისი პრაიდის კვირეულის პერიოდში საქართველოში არ იქნება. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რის გამოც სტამბოლიდან მოსკოვში უწევს გადაფრენა.
„სამწუხაროდ, პრაიდის კვირეულის დროს, 1-5 ივლისს, მე თბილისში ვერ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და მწყინს. გთხოვთ, ჩემზე არ იდარდოთ, უფლის შეწევნით და ამდენი ადამიანის თანადგომით ჩვენ ამას აუცილებლად მოვერევით.
ორიოდ სიტყვა მინდა ვთქვა იმაზე, რაც ხდება თბილისში: ჩვენ ვხედავთ გავეშებულ მცდელობას ქვეყნის აფეთქებისა, ე.წ პრაიდის მეშვეობით. ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაციის და არევის მცდელობა რადიკალური სექსუალური ჯგუფების და მათი უცხოური დამფინანსებლების მიერ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, არ აყვნენ ამ პროვოკაციას და საჩქაროდ გააუქმონ ე.წ პრაიდის კვირეული და ყველა მასთან დაკავშირებული ღონისძიება.
ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან საქართველოს შემარცხვენელი და დამანგრეველი ღონისძიების ჩატარება, რომელიც ქვეყანას შეარცხვენს და მთელ კავკასიაში, სრულიად დაახშობს რაიმე რეინტეგრაციის პერსპექტივებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და ქვეყანას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით დაასუსტებს.
ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ არავითარი მსგავსი ღონისძიებები და მსვლელობა არ ჩატარდეს. მოვკიდოთ ხელი ამ ხალხს და გავიყვანოთ. პოლიციელებს მოვუწოდებ, ნუ იძალადებენ თავიანთ ხალხზე, ნუ დაუპირისპირდებიან ქართველ ერს. კარგად დაფიქრდნენ რა ხელფასი და სამსახური უღირთ მამათმავლობის და უკიდურესი უზნეობის დასაცავად.
ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენთან ერთად ვერ ვიქნები. ვიცი, რომ ეს არაფერს ცვლის და უამრავი ხალხი გამოვა. ჩემი გული მანდ არის. ჩემზე არ იდარდოთ, მომიხსენიეთ თქვენს წმინდა ლოცვებში“, – ამბობს ვასაძე.
დაგაინტერესებთ ⇓






















