
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ადასტურებენ, რომ მიკროავტობუსში, რომელიც ავარიაში მოჰყვა, მათი მხარდამჭერები ისხდნენ.”
“რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა – ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა.
მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
„2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხზადებში.
განახლებული ინფორმაციით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 6 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.























