15:01 | 2021-03-22 ავტორი: Prime Time

“მომხდართან დაკავშირებით ვგრძნობ პასუხისმგებლობას” – ტიკარაძე მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე

“მომხდართან დაკავშირებით ვგრძნობ პასუხისმგებლობას” – ტიკარაძე მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე

“მომხდართან დაკავშირებით ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ეს არის თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ საკითხზე მუშაობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ ექთანზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, მომხდარის მიუხედავად ვაქცინაციის პროცესი შეიძლება ამბულატორიებში ისევ გაგრძელდეს, რადგან ჯანმოს რეკომენდაცია ასეთია.

 

“ის ფაქტი, რაც მოხდა ახალციხეში, არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და კვლავ ამბულატორიაში გადაინაცვლოს. ჯანმოსგან რეკომენდებულია, რომ ამბულატორიული დონეზე ხდებოდეს ვაქცინაცია.

 

რეკომენდებულია, რომ ამბულატორიული დონეზე ხდებოდეს ვაქცინაცია”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

 

საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 15-ში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაცია ქვეყანაში ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

 

ამ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება და ერთი კვირის განმავლობაში, აიცრა მხოლოდ 3818 პირი. სურვილი ვაქცინაციაზე კი გამოთქვა 5246-მა ადამიანმა.

 

ქვეყანაში “ასტრაზენეკას” 43 ათასი დოზაა შემოტანილი.

ავტორი: Prime Time

X