23:29 | 2021-06-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მონასტერში, რომლის გარშემოც მოსახლეობა მშიერია, ერთი დღეც არ ვიცხოვრებ – ვინ არის მამაო, რომელიც სოფელს ეხმარება

მონასტერში, რომლის გარშემოც მოსახლეობა მშიერია, ერთი დღეც არ ვიცხოვრებ – ვინ არის მამაო, რომელიც სოფელს ეხმარება

უკრაინაში მოღვაწე მამა ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მონასტერი რომელშიც იგი მსახურობს ყოველწლიურად 24 სოფელს ეხმარება.

 

„ჩემი მონასტერი უკრაინაში 300 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან მონასტერი იყენებს მხოლოდ ორ ჰექტარს, დანარჩენი კი, წინამძღვარმა დაუთმო სოფლის მოსახლეობას. თუ სოფელი იქნება ძლიერი, მონასტერიც გაძლიერდება;

 

იყო თუ არა ჩართული ძალადობის პროცესში მეუფე სპირიდონი - რას უყვებიან ომბუდსმენს პანსიონის აღსაზრდელები
2021-06-13იყო თუ არა ჩართული ძალადობის პროცესში მეუფე სპირიდონი - რას უყვებიან ომბუდსმენს პანსიონის აღსაზრდელები

 

თუ მონასტერი იქნება ძლიერი და სოფელი მშიერი, მე პირადად, ერთი წუთი არ ვიცხოვრებ იმ მონასტერში, რომლის გარშემოც მყოფი ადამიანები იქნებიან მშიერ-მწყურვალნი.

 

ყოველ წელს მონასტერი 24 სოფელს ეხმარება სათესლე მარცვლეულითაც და ტრაქტორითაც მიწის დასამუშავებლად. ჩემი მრევლის ბედნიერი სახის ნახვა წირვაზე ჩემი სამყაროა“, – წერს მამა ნექტარიოს მჭედლიძე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X