17:22 | 2021-07-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

მონაცემები აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალის შვილოსნობის უნარზე ვაქცინას არ გააჩნია – ბიძინა კულუმბეგოვი

მონაცემები აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალის შვილოსნობის უნარზე ვაქცინას არ გააჩნია – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციას შვილოსნობის უნარზე არანაირი გავლენა არ აქვს. ამის შესახებ კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

როგორც იგი ამბობს, საქართველო 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებლით დღეის მონაცემით მსოფლიოში გახლავთ 12-ე ადგილზე და ეს ტრაგედიაა.

 

„ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია, იგივე pfizer-თან მიმართებაში, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, ყველა ეს მონაცემები აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია აბსოლუტურად ამ ვაქცინებს და მსგავსი რამ სტატისტიკურად და მეცნიერულად არ დასტურდება და მითებს და არასწორ ინფორმაციას ნუ ჩაეჭიდებიან.

 

ჩვენ თუ გვეყოლება მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი და ამას მივაღწევთ და ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, სხვანაირად არ გამოვა მართვა, შეიძლება იყოს დადებითი შემთხვევები, მაგრამ ჩვენ არ გვექნება მაღალი ჰოსპიტალიზაცია და არ გვექნება სიკვდილობის ეს ციფრები. თითქოს მივეჩვიეთ, 20 ადამიანი მოკვდა, 26 მოკვდა და მარტო ციფრების სახით ვუყურებთ და იმის უკან რა დგას და რამხელა ტკივილი დგას, ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველას გვესმოდეს“,- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X