
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორი, მარინა ენდელაძე განმარტავს ვინ არიან დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები.
როგორც იგი ამბობს, ყველა გარდაცვლილს თანმხლები დაავადება და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
ორი პაციენტი გარდაიცვალა გორში. ასევე ბათუმში 68 წლის პაციენტი, ქობულეთში ორი პაციენტი- 55 და 61 წლის ქალბატონები და ქუთაისში 81 წლის ქალბატონი.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 527, ხოლო გამოჯანმრთელდა 313.






















