21:31 | 2021-09-19 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მონიკა ბელუჩი ათენშია – ის მარია კალასის როლს შეასრულებს

მონიკა ბელუჩი ათენშია – ის მარია კალასის როლს შეასრულებს

მსახიობი, მონიკა ბელუჩი უკვე ათენშია. ბერძნული მედიის ცნობით, მსახიობი იროდიოს სცენაზე  მარია კალასის როლს შეასრულებს. წარმოდგენები კი 21, 22 და 23 სექტემბერს გაიმართება.

 

„საბერძნეთზე შეყვარებული ვარ და ყოველ წელს მოვდივარ. რაც შეეხება წარმოდგენებს, ეს იქნება მძლავრი ემოციებით დატვირთული სამი საღამო. როდესაც მონაწილეობა შემომთავაზეს, ძალიან შემეშინდა ამხელა პასუხისმგებლობის, მაგრამ უარი ვერ ვთქვი. ამ წარმოდგენაში მთელ ჩემს სულს ვაჩვენებ. ჩვენ ვითამაშეთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ახლა აქ ვართ, ათენში.” – განაცხადა მსახიობმა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსახიობი საბერძნეთს ხშირად სტუმრობს, არა მხოლოდ პროფესიული მიზნებით, არამედ მაშინაც კი როდესაც დასვენება უნდა. მისი საყვარელი ადგილი კი კუნძული პაროზი ყოფილა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X