
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავი“-ის ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა გზა გადასასვლელეზე ქვეითს დაუთმო.
მოულოდნელად უკნიდან მომავალმა მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა გვერდიდან, შემდეგ კი ინერციით იმ ქალს დაეჯახა, რომელიც გადასასვლელზე გადადიოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
57 წლის ქალი და 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
„ორივე პაციენტი რეანიმაციურ განყოფილებაშია, ორივეს ქალატვინის ტრავმა აღენიშნება.
მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ასევე მძიმეა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა შედარებით სტაბილური“,- განუცხადეს „ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულებაში.























