
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებითი რეისების ნუსხა განსაზღვრა.
საგარეო უწყების ცნობით, შესრულდება დამატებით შემდეგი რეისები:
- 16 აპრილი – პარიზი-თბილისი;
- 18 აპრილი – თელავივი-თბილისი;
- 21 აპრილი – რომი-თბილისი.
რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროთი.
აქამდე, განსაზღვრული, შესასრულებებლი რეისების განრიგი კი ასეთია:
- 7 აპრილი – ათენი -თბილისი;
- 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი;
- 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი;
- 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.
ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.






















