18:31 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

მოქალაქეთა 61% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია

მოქალაქეთა 61% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, მოქალაქეთა 61% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, ამათგან 97% თვლის, რომ ეს ნეგატიური მოვლენაა. ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულთა 77%-ი, რომლებსაც სმენიათ 19 აპრილის შეთანხმების შესახებ, მხარს უჭერს შეთანხმებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული სიტუაციის განმუხტვისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მიუხედავად პოლარიზაციის ზრდისა, ამომრჩეველთა ენთუზიაზმი კვლავ მაღალია, გამოკითხულთა 89% ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიიღებს.

 

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით

 

“პოლიტიკური პარტიებისთვის ეს მიგნებები არის მკაფიო მოწოდება მოქმედებისკენ. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა იხელმძღვანელონ პროგრამებით, რომლებიც ორიენტირებულია ეკონომიკური საკითხების მოგვარებაზე.”- განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა.

ავტორი: Prime Time

X