
სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშე რამაზ ხარაზიშვილი. დიდი 10-ის მესამე ტურში კიკეთის „იუნკერებმა“ „ლელო სარასენსი“ მინიმალური სხვაობით, 23:22 დაამარცხეს.
საგულისხმოა, რომ რამაზ ხარაზიშვილმა ბოლო წუთებზე გადამწყვეტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა, რის გამოც ის მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
რაგბის კავშირში სისხლიანი გარჩევა 16 ოქტომბერს მოხდა. კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრების კაპიტანი და იუნკერების მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი ფეხის არეში დაჭრა.























