
„უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითია ორივე! მორჩა კორონა:) დავამარცხეთ!“ – ეს პოსტი რამდენიმე წუთის წინ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლემ და ტვ პირველის პროდიუსერმა ვიკა ბუკიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ვიკა ბუკია რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირდნენ.























