12:13 | 2021-06-15 ავტორი: თამარ გონგაძე

მორიდებით შემაჩეჩა ეს წერილი, უბრალო ფურცელზე ეწერა, რომ…” – რა წერილი გადასცა ტაქსის მძღოლმა გიორგი ღოღობერიძეს

მორიდებით შემაჩეჩა ეს წერილი, უბრალო ფურცელზე ეწერა, რომ…” – რა წერილი გადასცა ტაქსის მძღოლმა გიორგი ღოღობერიძეს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ რა გადახდა ტაქსით მგზავრობისას. ექიმი ყვება, რომ ბოლო ექვსი თვის მანძილზე, მას მძღოლები ფულს არ ართმევენ. თუ რა სახით სურდა მძღოლს მისთვის სიკეთის გადახდა, პოსტიდან შეიტყობთ.

 

გიორგი ღოღობერიძე: დილის 5 საათი იქნებოდა, როდესაც გრაფიკს დავხედე და ორშაბათის განრიგის წაკითხვაზე გული შემიღონდა.

 

ნაჩქარევად წამოვხტი და მომდევნო 8 საათში: ონკოლოგიის მასალებს გადავხედე, ბიოქიმია გადავიკითხე, “რუსთავი 2”-ში მივედი დილის გადაცემის ჩასაწერად, იქიდან რუსთაველზე დავრუნდი, დილის ლექცია წავიკითხე, ორ ჯგუფშიც ავხსენი მომდევნო თემები და უკვე 1-ლი იქნებოდა საათი, რომ რადიოში წასავლელად მოვემზადე.

 

ტაქსი მოვიდა… სწრაფად მივესალმე, დავჯექი და სანამ რადიოში მივიდოდი, იმ 20 წუთში თვალის გადავლება გადავწყვიტე სიახლეებზე… ისე გამწარებული ვკითხულობდი, რომ მძღოლისთვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია…

 

მეგან მარკლის დიეტა - რა არის სასექსის ჰერცოგინიას იდეალური ფორმების საიდუმლო
2021-06-11მეგან მარკლის დიეტა - რა არის სასექსის ჰერცოგინიას იდეალური ფორმების საიდუმლო

 

პერიფერიული მზერით ვამჩნევდი, რომ ეს კაცი დროდადრო მიყურებდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ მე იმდენად ვიყავი გადაცემისთვის ორიენტირებული, რომ თვალით კონტაქტს არ ვიჭერდი… ეს კაცი შუქნიშნებზე აჩერებდა, რაღაცებს დაწერდა და ისევ აგრძელებდა გზას.

 

როცა ადგილზე მიმიყვანა, ფული არ გამომართვა… მე შენ გიცნობ, თანხას ვერ ავიღებო… მე ეს ისე მეუხერხულა, ჭიდაობა დავიწყე, რას ჰქვია, არ მართმევ-მეთქი. რომ ვერაფერს გახდა, მორიდებით გამომართვა და წერილი შემაჩეჩა.

 

უბრალო ფურცელზე ეწერა, რომ ავადმყოფი ჰყავდათ, ძალიან უჭირდათ, ექიმთან მისვლის ფულიც არ ჰქონდათ, სადღაც დეკემბერში ჩემთან დაურეკავთ, რამდენიმე რჩევა მიმიცია, დამიიმედებია ბრძოლისთვის და საჭირო რჩევების შემდეგ, ფეხზე დამდგარა… ამ წერილით კი სიკეთის გადახდა სურდა.

 

არ ვიცი… ეს მაგალითი რა მოსატანია, მაგრამ არც ერთი ტაქსის მძღოლს ჩემთვის თანხა არ გამოურთმევია ბოლო 6 თვეა… დღესაც კი სამი მძღოლიდან, სამივემ – უფასოდ მიგიყვანეთო… ყველგან ჭიდაობა მიწევდა, რომ ეს უხერხულობა თავიდან ამერიდებინა.

 

ამ ამბით ისევ და ისევ იმის თქმა მინდა, რომ სიკეთე ეს არის მზიანი დღე მაშინაც კი, როცა ამინდი ცუდია
არ აქვს მნიშვნელობა რა დრო გავიდა, ის ახსოვთ და დაგიფასებენ.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X