17:29 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

მორიგი ფეიკნიუსი და პოლიტიკური დავალებების შესრულება – არჩილ თალაკვაძე საარჩევნო შტაბში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

მორიგი ფეიკნიუსი და პოლიტიკური დავალებების შესრულება – არჩილ თალაკვაძე საარჩევნო შტაბში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ეხმიანება ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ინფორმაციას, რომელიც ოზურგეთში „ქართული ოცნების“ შტაბში მომხდარ ინციდენტს ეხება.

სიურპრიზი ლაშა ბექაურს - რას დაჰპირდა პრემიერი ოლიმპიურ ჩემპიონს
2021-08-07სიურპრიზი ლაშა ბექაურს - რას დაჰპირდა პრემიერი ოლიმპიურ ჩემპიონს

 

„ტვ პირველი – ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზია შეიჭრა საარჩევნო ოფისში უნებართვოდ, მორიგი ფეიკ-ნიუსის გასაკეთებლად. ეს არის ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევა და პოლიტიკური დავალებების შესრულება არჩევნებამდე 2 თვით ადრე“,- განაცხადა თალაკვაძემ.

 

ცნობისთვის, ტელეკომპანიის მტკიცებით, ჟურნალისტმა ოზურგეთში, “ქართული ოცნების” შტაბში ფულის დარიგების კადრები დააფიქსირა. თანაც ამტკიცებს, რომ პირი, რომელმაც თანხა აიღო, შტაბის წევრი არ არის.

 

ამასთან, შტაბში აცხადებენ, რომ მოქალაქეს თანხა წყლის და საკვების საყიდლად მისცეს.

ავტორი: Prime Time

X