
რესტორანი რესპუბლიკა დროებით დაიკეტა – ამის მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლის საეჭვო სიმპტომებია, რომელსაც Covid-19-ს უკავშირებენ.
„ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს. მას სიმპტომები უფიქსირდება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს რესტორანი დაგვეკეტა. ბოლოს ეს თანამშრომელი სამსახურში შაბათს იყო. მას ჩაუტარდა კვლევა, რომლის შედეგებსაც ხვალ ველოდებით. ასევე ტესტირება სხვა თანამშრომლებსაც უტარდებათ”, – ამბობს რესტორნის მენეჯერი „ფორმულასთან“ საუბრისას.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1684 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1315, ხოლო გარდაიცვალა 19 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში – 5882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 390 პაციენტი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 41-ს შეადგენს.























