
„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ტელეკომპანიის წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
მას არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება „მორიგ სპეცოპერაციაში“.
„გილოცავთ ყველას, ვინც თავისუფალ მედიას მიაკუთვნებთ თავს!
ივანიშვილის დაგეგმილი ბევრი სპეცოპერაცია გადამიტანია, პირადად ჩემს, ან ჩემი არხის წინააღმდეგ.
ხან ვისი, ხან ვისი ხელით მოწყობილი და ვერგანხორციელებული.
ახლა მორიგი მიმდინარეობს, და ამასაც აუცილებლად გადავიტან და გაძლიერებული გამოვალ მეც და მთავარიც.
იმან იკითხოს, ვინც ამ სპეცოპერაციაში ივანიშვილის დავალებებს ასრულებს – დანგრეული და გასაზიზღრებული გამოვა ამ ყველაფრიდან, პირობას ვდებ“, – წერს ნიკა გვარამია.






















